Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია "მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მედიცინაში"

ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისი” მართავს კონფერენციას თემაზე “მკურნალობის თანამედროვე მეთოდები მედიცინაში”. მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, შესაბამისად სიახლეები, რომელთა რაოდენობაც ყოველდღიურად მატულობს, მისი განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორიგინალური, კვლევებზე დაფუძნებული სიახლეების გაზიარებას და მეორე მხრივ, მათი გამოყენების დანერგვას კლინიკურ მედიცინაში.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების III-VI კურსების სტუდენტებს, რომლებიც კონფერენციის ფარგლებში წარმოადგენენ ზეპირ მოხსენებებს.

 

კონფერენციაზე განხილულ იქნება მკურნალობის უახლესი მეთოდები, კვლევები და სიახლეები. სტუდენტები მათ მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებზე შეფასებებსა და რეკომენდაციებს მიიღებენ დამსწრე პროფესორებისა და პრაქტიკოსი ექიმებისაგან.

 

მოხსენებები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:

  • კარდიოლოგია
  • ნევროლოგია
  • ონკოლოგია
  • გინეკოლოგია - რეპროდუქტოლოგია
  • ალერგოლოგია - იმუნოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ინფექციური დაავადებები
  • ტრავმატოლოგია
  • ოფთალმოლოგია
  • რევმატოლოგია
  • ოტორინოლარინგოლოგია
  • უროლოგია
  • ნეფროლოგია
  • გასტროენტეროლოგია
  • რადიოლოგია და ბირთვული მედიცინა

 

კონფერენციაში მონაწილეებს არჩეული თემის განხილვა შეეძლებათ შემდეგი კუთხით:

  • ფარმაკოთერაპიული
  • ქირურგიული

 

აბსტრაქტების მიღების პერიოდი: 25.08.2021 - 10.09.2021

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 23.10.2021

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე::